ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს და I ათასწლეულის დასაწყისში ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ჩამოყალიბდა ორი გაერთიანება: დიაოხი(ტაო, ტაოხი) მდ. ჭოროხის აუზში და კოლხა (კოლხეთი) შავის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მეზობელი ტერიტორიებიდან შემოჭრილი მტრების იერიშებმა დიაოხისა და კოლხას ძლიერებას ბოლო მოუღო.
ძვ. წ. VI საუკუნეში თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე ორი პოლიტიკური გაერთიანება ჩამოყალიბდა: დასავლეთ საქართველოში ეგრისი, იგივე კოლხეთის სამეფო და აღმოსავლეთ საქართველოში -ქართლის, იგივე იბერიის სამეფო. კოლხეთის სამეფო საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა.
საქართველო სამეფო თავის ძლიერების ზენიტში - თამარის მეფობის პერიოდში |
ქართული სახელმწიფოების ტერიტორიის სიდიდეზე უდიდეს გავლენას ახდენდა მეზობელი სახელმწიფოების აგრესიული პოლიტიკა. ბიზანტია და სპარსეთი ერთმანეთს ეცილებოდა გავლენის მოსაპოვებლად.
VII საუკუნეში საქართველოში არაბობა დამყარდა და სახელმწიფოს დიდი ნაწილი არაბთა სახალიფოსდაექვემდებარა, რამაც X საუკუნის დასაწყისამდე გასტანა. თუმცა, უკვე VIII ს-ის ბოლოს ქვეყნის განაპირა პროვინციებში დამოუკიდებელი ქართული სამეფო-სამთავროების წარმოქმნა დაიწყო.
აფხაზთა და ქართველთა სამეფოები გაერთიანდა, ხოლო XI-XII სს-ში, დავით აღმაშენებლისა და
თამარმეფობის ხანაში, ეს პროფესი ძლიერი, ერთიანი სახელმწიფოს შექმნით დასრულდა. ამავე დროიდან დამკვიდრდა ტერმინი "საქართველო". იმდროინდელი საქართველოს ტერიტორია ნიკოფსიიდან დარუბანდამდე (დერბენდი) და ოსეთიდან (ალანია) არაგაწამდე (სომხეთი) იყო გადაჭიმული. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროს თითქმის მთელი კავკასიის ტერიტორია საქართველოს მეფის მორჩილებისა და მფარველობის ქვეშ მოიაზრებოდა.

საქართველოს ტერიტორიის ცვლილება საუკუნეების განმავლობაში |
თთემურ-ლენგის ლაშქრობებმა 1384-1404წწ.), მოგვიანებით ირანელებისა და თურქების აგრესიულმა პოლიტიკამ, ჩრდილოკავკასიელთა შემოსევებმა და, ამასთანავე, შიდაპოლიტიკურმა რღვევებმა ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლა გამოიწვია და XVI ს-ის ბოლოს ქვეყანა სამეფო-სამთავროებად დაიშალა.
XIX საუკუნის დასაწყისში მთელი საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა. რუსეთში მონარქიის დამხობას და იქ კომუნისტური რეჟიმის დამყარებას საქართველოს გასაბჭოება მოჰყვა. ამ დროს საქართველომ ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დაკარგა.
No comments:
Post a Comment