საქართველოს ბუნების შემადგენელი კომპონენტები ( რელიეფი , ჰავა , წყლები )სხვადასხვა ადგილას სხვადასხვანაირად არიან დაკავშირებული და როგორც თვისობრივად, ისე სამეურნეო გამოყენების მიხედვით, განსხვავებულ ბუნებრივ კომპლექსებს ქმნიან. საქართველოში ბარისა და მთის კლასის 11 ძირითადი ბუნებრივი ლანდშაფტი გამოიყოფა.
საქართველოში ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი - ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და მშრალი-კონტინენტური. ეს განპირობებულია მისი სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატური სარტლების მიჯნაზე მდებარეობით, ასევე ბუნებრივი ბარიერების - კავკასიონისა და სამხრეთ მთიანეთის არსებობითა და შავი ზღვის გავლენით.
ევროპა-აზიის შემაერთებელ კავკასიის ყელზე მდებარეობის გამო საქართველოში ერთმანეთს ემიჯნება განსხვავებული ფლორისტული და ფაუნისტური არეალები. დასავლეთ საქართველოს ბარის ბუნებრივი პირობები მნიშვნელოვნად განსხვავდება აღმოსავლეთ საქართველოს ბარისაგან, კავკასიონის მთიანეთის ბუნება კი - საქართველოს სახრეთ მთიანეთის ბუნებრივი პირობებისაგან.
No comments:
Post a Comment